Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უცნობია, იძიებს თუ არა შსს სომხეთის ნაკრების გულშემატკივარზე თავდასხმის ფაქტს

უცნობია, იძიებს თუ არა შსს სომხეთის ნაკრების გულშემატკივარზე თავდასხმის ფაქტს


საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.
საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.

ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის თბილისში დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა. მათი შეკავება დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ - ჩანდა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია და ფიზიკური ძალადობა. მათ შორის, ხელი მოხვდათ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ძალადობის ფაქტების შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

გუშინ საქართველოსა და სომხეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი მასპინძელი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ექვსი გოლის გატანა შეძლო, სომხეთის ნაკრებმა კი - მხოლოდ ერთის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG