ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ტურნირზე საუბრობს დიდოსტატი ნანა იოსელიანი;
ამ ტურნირში გამარჯვებული დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ხორვატიიდან შეაფასებს იქ მიმდინარე ევროპის გუნდების ჩემპიონატის მიმდინარეობას, სადაც „მონაკოს“ შემადგენლობაში უკვე მერამდენედ წარმატებით გამოდის და მალე გადაინაცვლებს ბარსელონაში და იქ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში ფიდეს ქალთა გუნდების მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა ამ ასპარეზობით დაიწყებს და ესპანური ფეხბურთის ამბებით მადრიდიდან დაამთავრებს თავის ტრადიციულ მიმოხილვას;
ბათუმელი ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მატჩებს შეაფასებს.