Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, მეხუთე ტალღა უფრო მსუბუქი იქნება, თუ ოქტომბერში მილიონი აცრა ჩატარდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის მომდევნო ტალღებს საქართველო უფრო მსუბუქად გადაიტანს, თუკი მნიშვნელოვნად გაიზრდება ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. მისი თქმით, მეხუთე და მეექვსე ტალღები მოსალოდნელია ვირუსული ინფექციების ციკლური ბუნების გამო. ამ დროისათვის საქართველოში სრულად აცრილია 17,1%, ერთო დოზით - 29,8%.

"დასაშვებია, იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე - ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ ტარების 95%-ზე. ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე“, - თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG