Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 1 მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს


ქართული მედია კომპანია Pfizer-იდან მიღებული წერილის საფუძველზე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის მილიონი დოზა ვაქცინის გადაცემის შესახებ და ახლა ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე არიან საქართველოსთან. ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს, თუმცა პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან არაერთხელ იყო საჯარო განცხადებებში ნათქვამი, რომ საქართველოს ჰქონდა მოლაპარკებები მილიონი დოზა Pfizer-ის მიღებასთან დაკავშირებით. 18 მაისს გახდა ცნობილი ისიც, რომ აშშ ივნისის ბოლოსთვის სხვა ქვეყნებში გაგზავნის კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინების, Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson&Johnson-ის სულ მცირე 20 მილიონ დოზას.

ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული როდის და რა პირობებით მიიღებს საქართველო Pfizer-ის ვაქცინას. საქართველოს მთავრობა მისი შემოსვლის დროს ზაფხულის თვეებს, კონკრეტულად კი ივნის-ივლისს ასახელებდა.

საქართველოში პირველად, Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ამ დროისთვის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში გამოიყენებს მხოლოდ ასტრაზენეკა (45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის) და სინოფარმი.

XS
SM
MD
LG