„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია მალე იქნება თავისუფალი და ამისთვის, მადლობა, პირველ რიგში, ევროპას ეკუთვნის.
„პირველ რიგში მადლობა ევროპას. მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას და მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ცუდი იყო თუ კარგი იყო. ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. რამდენიმე საათში, ნიკა მელია იქნება თავისუფალი. ის არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.
ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.