„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე ამავე პარტიის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. „ნიკა მელიას არ ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობას" გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან დაიხსნას. და არა ის, რომ მის ზურგს უკან იმალებოდეს თუ სიმართლე გინდათ", - თქვა „მთავარი არხის" ეთერში გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტარმა დაამატა, რომ „ნიკა მელია პოლიტიკური პატიმრობისგან გათავისუფლდება. არაფერ აღიარებაზე ხელმოწერა მას არ მოუწევს. ამის გარანტიასაც გაძლევთ".
19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.