132 025 000 აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს საქართველო შეერთებული შტატების ფისკალური წლის ბიუჯეტიდან, დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.
ბიუჯეტის კანონის თანახმად, აშშ-ის ბიუჯეტიდან თანხა არ შეიძლება გამოიყოს და დაიხარჯოს არც ერთი იმ ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასეთი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს.
დოკუმენტში ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტის ინსტრუქციას, რომლის თანახმად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დირექტორებმა ისეთ პროგრამებს უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ბიუჯეტის კანონს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა.
2020 წლის ივლისში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15%, შესაძლოა, არ გაცემულიყო და ეს დამოკიდებული იქნებოდა სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია, რომლის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა.
ასევე ნახეთ:
ზალკალიანი: სენატის კანონპროექტში არ არის საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებული დათქმა
კუჭავა ოპოზიციაზე: ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიის აგებას
სამადაშვილი: "ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის დახმარებას დასავლეთიდან"
პროცესი აშშ-ის კონგრესში: ლაპარაკია საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე
აშშ 2020 წლის აქტით საქართველოს 132 025 000 აშშ დოლარს გამოუყოფს