ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის დეკემბრის თვეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კორონავირისით გარდაცვალებისა.
კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი რიცხვი, 53 შემთხვევა, 19 დეკემბერს დაფიქსირდა.
27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 377-ია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
ყველა ინფორმაცია კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შესახებ 26 თებერვლიდან, პირველი შემთხვევების დადასტურებიდან, დღემდე