Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, მიიღებენ კანონს, რომლითაც საარჩევნო პროცესში სააკაშვილის ჩართულობის შემთხვევაში ენმ-ს რეგისტრაციას გაუუქმებენ


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას არაუფლებამოსილი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს. ამ კონტექსტში მან ახსენა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულითა და სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს პრობლემების შექმნას... ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური ცენზის აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს დემოკრატიულ განვითარებაში", - დასძინა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. პარტია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა და ასე გაიმარჯვა და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG