Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, პირველივე თვითმფრინავს მოვახტები


უკრაინაში მოღვაწე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ის ერთი წამით არ იყოყმანებს და დაბრუნდება საქართველოში.

„თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების, თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ არ თქვას მერე ვინმემ, რომ სააკაშვილმა ჩაგვიშალა ჩვენი დიდი გეგმები. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი. მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა. მე ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ“, - ამბობს სააკაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში და განაგრძობს: „თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო და ქართველ ხალხს ეს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის“.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე. ქართულმა სასამართლომ მას რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG