Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვი თავმჯდომარის სკამში და პროპორციული არჩევნები - რით დაგვამახსოვრდება მე-9 მოწვევის პარლამენტი


საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 30 სექტემბერს დაამთავრა.

31 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და პარლამენტის ახალი შემადგენლობა თითქმის პროპორციული წესით დაკომპლექტდება. საარჩევნო წესის ცვლილება მე-9 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.

საარჩევნო წესის ცვლილება რთული და მტკივნეული პროცესი იყო - 2019 წლის 13 ნოემბერს პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა.

ცვლილებების პროექტის ჩავარდნას მმართველი პარტიის რიგებიდან 7 დეპუტატის გამოსვლა მოჰყვა.

საარჩევნო წესის ცვლილება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის “გავრილოვის ღამის” პროტესტის შემდეგ მიცემული პირობა იყო, რომელიც ერთხელ ჩავარდნილი საპარლამენტო კენჭისყრისა და 8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ნახევარი წლის შემდეგ შესრულდა.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:39 0:00

საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეცვლილი შენობა და შეცვლილი თავმჯდომარე

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის პარლამენტის შენობაში გახსნა.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს პარლამენტი, სადაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, თავიდანვე იყო იმის ნიშანი, რომ მას გაუჭირდებოდა საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლობა.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა შეიცვალა შენობა. საკანონმდებლო ორგანო ქუთასში 6 წლის მუშაობის შემდეგ 2019 წელს კვლავ თბილისში დაბრუნდა.

აფეთქებული მემორიალი და მიტოვებული პარლამენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:32:31 0:00

2019 წელს პარლამენტმა თავმჯდომარეც გამოიცვალა. ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა “გავრილოვის ღამის” შემდეგ დატოვა და მისი ადგილი არჩილ თალაკვაძემ დაიკავა.

დღეს ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ სამეულშია.

რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავება ამ პარლამენტის საქმიანობიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტია. პროტესტი, რომელიც პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, იმ ღამეს ქუჩაში გაგრძელდა. აქცია 20 ივნისს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით დაშალა, რასაც სამი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

დეპუტატები შეცვლილი სამუშაო ადგილებით

მე-9 მოწვევის პარლამენტი სხვადასხვა დროს რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით ყველაზე პრეცედენტული და საინტერესო დეპუტატ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო.

ნიკა მელია მისთვის უფლებამოსილების შეჩერების დღეს პარლამენტის შენობაში.
ნიკა მელია მისთვის უფლებამოსილების შეჩერების დღეს პარლამენტის შენობაში.

პარლამენტის მანდატი სხვადასხვა მიზეზით ვადაზე ადრე დატოვა არაერთმა დეპუტატმა:

პროტესტი პარლამენტში და მის გარეთ

2016-2020 წლებში პარლამენტის შენობაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი საპროტეტო აქცია გაიმართა.

2017 წლის ივნისში ჟურნალისტებმა კანონმდებლებს საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გაახსენეს.

2019 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ღირსეული კანდიდატების დანიშვნას ითხოვდნენ.

2019 წელს პარლამენტში პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნმაც გაიჟღერა.

საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში
საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას კი პარლამენტში მძიმე, მძაფრი სუნი დადგა. შსს-მ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის ფაქტზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები პარლამენტის შენობაში შედიან, რათა შეისწავლონ დაღვრილი სითხის შემადგენლობა. 12 დეკემბერი, 2020 წელი
შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები პარლამენტის შენობაში შედიან, რათა შეისწავლონ დაღვრილი სითხის შემადგენლობა. 12 დეკემბერი, 2020 წელი

2019 წლის პერმანენტული აქციების შემდეგ, ქალაქის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორია შემოღობა და თვეების განმავლობაში ანახლებდა პარლამენტის წინ სივრცეს.

ვის ეკუთვნის ტერიტორია პარლამენტის შენობის წინ?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00

მნიშვნელოვანი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი:

საპარლამენტო საქმიანობის შემფასებლები საუბრობენ იმაზეც, რომ მიღებული კანონები ხშირად სათანადოდ არ სრულდება, მაგალითად ეთიკის კოდექსი, რომელსაც დეპუტატების არაეთიკური ქმედებების განხილვის მექანიზმს მოიცავს, მეცხრე მოწვევის პარლამენტში რეალურად არ ამოქმედებულა, მიუხედავად ამის საჭიროებისა.

იყო ისეთი საკითხებიც, რომელიც მოლოდინის მიუხედავად, ამ პარლამენტის დღის წესრიგში არ მოხვდა. არასამთავრობო სექტორი ასეთ მაგალითებად უკანონო მოსმენების შესახებ კანონს და ნარკოლიბერალიზაციას ასახელებს. მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი. ამ დოკუმენტით მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარამდე ტყის მასივი საკუთრებად აქციოს. წილოსანის თქმით, ეს მხოლოდ ფაქტობრივ სარგებლობაში ტყის მასივებს შეეხება.

მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობიდან გამოსაყოფია ხორავას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, სადაც უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში მოითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტს მისი ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანდემია და პარლამენტი

მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა გამორჩეული იყო იმითაც, რომ ყველაზე დიდხანს მოუწია საგანგებო რეჟიმის პირობებში კანონშემოქმედებითი მუშაობა და მან ამ გამოწვევას თავი არც ისე კარგად გაართა - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახუშტი მენაბდემ. ის თვლის, რომ პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო რეჟიმისას პარლამენტმა ქვეყნის მართვა სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდო და მაკონტროლებელის როლიც არასათანადოდ შეასრულა.

პანდემიის დროს პარლამენტის მუშაობას დადებითად ვერ აფასებს ვერც ლიკა საჯაია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან.

“პირველ რიგში უარყოფითად უნდა შევაფასოთ ის დეკრეტი, რომლითაც პრეზიდენტმა მთელი უფლებამოსილება მთავრობას გადააბარა და ამაზე პარლამენტი დაეთანხმა. შემდეგ უკვე თვითონ პარლამენტმა მიიღო ის კანონპროექტი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეიძლება იყოს საკარანტინო პირობები, რომელსაც განსაზღვრავს მთავრობა. რეალურად ამ უჩვეულო პირობებში პარლამენტმა გადააბარა მთავრობას პასუხისმგებლობა, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს არაერთ ორგანიზაციას, მათ შორის ჩვენც გასაჩივრებული. საგანგებო მდგომარეობის დროს საპარლამენტო ზედამხედველობა ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო, უნდა ემსჯელა, ადამიანის უფლებების შეზღუდვა რამდენად პროპორციული იყო, რამდენად თანაზომიერი, თუმცა იმასთან შედარებით, ვიდრე უნდა ყოფილიყო, საკმაოდ პასიური იყო” - უთხრა რადიო თავისუფლებას ლიკა საჯაიამ.

XS
SM
MD
LG