მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში წარადგინა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სიის პირველი ოცეული. შეკრება გახსნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. საზოგადოებას სია ირაკლი კობახიძემ გააცნო:
- გიორგი გახარია - პრემიერ-მინისტრი
- არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
- თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი
- მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- კახა კუჭავა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- გიორგი კახიანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- მარიამ ქვრივიშვილი- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
- მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე
- მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი
- გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი
- ვიქტორ სანიკიძე - ვეტერანი კალათბურთელი
- მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატი
- შალვა პაპუაშვილი - ხელმძღვანელობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს ჯგუფს
- დავით კაჭარავა - მორაგბე
- ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომელი
- გიორგი ხელაშვილი - პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
- მარიამ ლაშხი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
- ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე
საქართველოში საპარლამენტო არჩევბნები 31 ოქტომბერს გაიმართება.