Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსმა წამყვან საფონდო ბირჟებს ბოლო 33 წელიწადში ყველაზე სერიოზული დარტყმა მიაყენა


კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით ინვესტორებში გამოწვეულმა შიშმა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების მკვეთრად გაუფასურება გამოიწვია.

12 მარტს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ 1987 წლის „შავი ორშაბათის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადა მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკის სტიმულირების და საფინანსო სისტემის სტაბილიზაცისთვის გამოყო 1,5 ტრილიონი დოლარი.

ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის გარკვეულ მომენტში ამერიკული სამრეწველო ინდექსი Dow Jones 9,99%-ით დაეცა, საფონდო ინდექსი S&P 500 კი - 6,51%-ით. ამერიკული ეკონომიკის ბარომეტრად წოდებული ინდექსი S&P ქვეყნის ყველაზე მსხვილ ხუთას კომპანიას აერთიანებს. 9,43%-ით დაეცა ელექტრონული ბირჟის Nasdaq-ის მაჩვენებელი.

ამერიკულ ბირჟაზე ინდექსების ვარდნას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა აზიის საფონდო ბაზარზე. იაპონიის ძირითადი ინდექსი Nikkei, რომელიც ქვეყნის 225 წამყვანი კომპანიის აქციების კურსს ასახავს, ვაჭრობის დაწყებიდან საათნახევარში 10,06%-ით დაეცა.

1987 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადა ლონდონის ბირჟამ, სადაც 100 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის ამსახველი ინდექსი FTSE 10%-ით დაეცა.

10%-ზე მეტით დაეცა გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის ძირითადი საფონდო ინდექსებიც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა.

12 მარტს, საღამოს 11,03%-ით დაეცა რუსეთის საფონდო ბაზრის ძირითადი ინდიკატორი, ინდექსი РТС.

XS
SM
MD
LG