მსოფლიო საფონდო ბირჟებზე პანიკაა. ამ დროის [11:30] მონაცემებით, ნავთობის ფასი, დაახლოებით 30 პროცენტით, ბარელზე 30 დოლარამდე შემცირდა.
BBC-ის მონაცემებით, ამ დროისთვის Brent ტიპის საწვავის ფასი 33,79 დოლარზეა ჩამოსული (-25,36%), WTI ტიპის ნავთობის კი 29,94 დოლარამდე (-27,47%).
საერთაშორისო მედიის ცნობით, ერთი დღის განმავლობაში ნავთობი ასე მკვეთრად 1991 წლის სპარსეთის ომის შემდეგ არ დაცემულა.
მიზეზი - ოპეკ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე რუსეთის უარია, რასაც საუდის არაბეთის მხრიდან ნავთობზე უპრეცედენტო ფასდაკლების გამოცხადება მოჰყვა.
ნავთობის გაიაფებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საფონდო ინდექსების და სავალუტო კურსების დაცემა. მაგალითად, უფასურდება რუსული რუბლი. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 30 დღით შეაჩერა უცხოური ვალუტის ყიდვა.