მკვლელობა ბერლინის პარკში
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველოდან ოჯახიც გახიზნა და თვითონაც გადაიხვეწა, რადგან საფრთხე აშკარა იყო, თბილისში თავდასხმას ბეწვზე გადაურჩა. ბერლინში თავშესაფარი არ მისცეს, რადგან, სავარაუდოდ, ვერ დაადასტურა, რომ ქისტის, ეთნიკური ჩეჩენის სამშობლოში, საქართველოში, მისთვის ცხოვრება სახიფათო იყო. 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში დღისით-მზისით მას მკვლელი ველოსიპედით მიეპარა და პისტოლეტით არაერთი ტყვია დაახალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავს რუსეთის „გე-ერ-უს“ აგენტი დაესხა. ასე სჯერა მოკლულის ძმას. გერმანიის პოლიცია საქმის ძიებაშია. ამ ქვეყნის მთავრობა, საფიქრებელია, სამართალდამცველების დასკვნებს ელოდება. ოქროპირ რუხაძე ილია სამურგანიდისთან ერთად ბერლინში იყო, მოკლულის ოჯახის წევრებს ესაუბრა, შეკითხვები დაუსვა გამომძიებელს.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან