„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ოპოზიციის მთავარი გზავნილი ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლების დევნას შეეხებოდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილს პირადად უნდა გადასცეს გზავნილი, რომ რა შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას.
„გვქონდა შესაძლებლობა ვრცლად გვესაუბრა დემოკრატიის გამოწვევის თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე, კონკრეტულად პოლიტიკურ დევნაზე, რომელის დაიწყო ოპოზიციის მიმართულებით. იმ პროცესებზე, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. აქციის მოთხოვნებზე და იმაზე, რატომ არ ასრულებს ხელისუფლება ამ აქციის მოთხოვნას. ასევე ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი სიტყვებით, დონალდ ტუსკს გადასცეს ინფორმაცია იმ შეშფოთების შესახებ რასაც დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაა იწვევს.
„ვფიქრობ, მისთვის საკმაოდ გასაგებია ეს გამოწვევები და მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება მიხვდეს, რომ თვითონ ხელისუფლებამ, საკუთარი გადაწყვეტილებით პრობლემა არ უნდა შეუქმნას ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველა გზავნილს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მომავალს უკავშირდებაგადასცემს ქვეყნის ხელისუფლებას.
„მათ შორის, პირადად, ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის და „ქართული ოცნება“ არავის არ ატყუებს, რომ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში იღებს ერთადერთი ადამიანი - ეს არის ბიძინა ივანიშვილი“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.