Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით  ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენი დახმარებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თხუთმეტი წლის წინ ჩვენ შევუერთდით ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ათი წლის წინ ჩვენ გავხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი. ხუთი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას.

ახლა კი, როგორც არასდროს, მჭიდრო კავშირებით ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და მთავარი ეკონომიკის დახმარებით ვაჭრობითა და ინტეგრაციით. ევროკავშირთან, როგორც ჩვენს უპირველეს სავაჭრო პარტნიორთან, ურთიერთობით ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყოველწლიურად იზრდება და მან გადაასწრო თურქეთსა და რუსეთს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, მისი თქმით, დრო მოვიდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი მიმართულება დაისახოს.

დღეს, 11 ივლისს ბათუმში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ.

XS
SM
MD
LG