Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის კონფერენციას აქტივისტები ტრანსაპარანტებით დახვდნენ


ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის გახსნას საპროტესტო აქციით დახვდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და ჯგუფ "ალტერნატივას" აქტივისტები. ტრანსპარანტებით ხელში - "გახარია წადი"- აქციაში მონაწილე ათეული აქტივისტი სასტუმრო შერატონთან გავლებულ კორდონს მიღმა დგას.

როგორც რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილეებმა უთხრეს, მათ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საპროტესტო პერფომანსი აქვთ დაგეგმილი და უნდათ დღეს ბათუმში ჩასულ მაღალი დონის ევროპელ სტუმრებს გააგებინონ თავიანთი მოთხოვნები და მხარდაჭერა სთხოვონ.

საპოტესტო გამოსვლებს ბათუმში შეუერთდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" და აქტივისტებიც თბილისიდან.

ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში იმუშავებს.​

XS
SM
MD
LG