Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მსვლელობა ორი მიმართულებით მოეწყო


მსვლელობის მონაწილეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე
მსვლელობის მონაწილეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აღდგომის ტაძრამდე მივიდა, ნაწილი კი ჩიჩხიტურის კოშკთან. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ჩიჩხიტურისკენ გზა გახსნილია. რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის მხარე ამ ტერიტორიის მახლობლად აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ამჟამად შეწყვეტილია.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა საზოგადოებრივი, მათ შორის ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე, სასულიერო პირები და მათი მრევლი.

აქციის მონაწილეთა თქმით, სურთ მშვიდობიანი მსვლელობით ყველას გააგებინონ, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.

XS
SM
MD
LG