დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია."
აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აღდგომის ტაძრამდე მივიდა, ნაწილი კი ჩიჩხიტურის კოშკთან.
საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.