ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებით დამოკიდებულებას ავლენს დავით სერგეენკოსა და კახა კალაძის (40-40%) მისამართით.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გამოკითხულთა 21%, ხოლო უარყოფითს - 39%. მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელი 31%-ს, ხოლო უარყოფითი დამოკიდებულების - 32%-ს შეადგენს.
შეკითხვაზე „დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი შემდეგი ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ?“ რესპონდენტთა დადებითი პასუხების მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- 40% - დავით სერგეენკო, კახა კალაძე;
- 31% - მიხეილ სააკაშვილი;
- 28% - შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე;
- 27% - გიორგი გახარია, ზაალ უდუმაშვილი;
- 26% - ალეკო ელისაშვილი, მამუკა ბახტაძე, თეა წულუკიანი;
- 22% - გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია;
- 21% - ირმა ინაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი;
- 20% - ირაკლი კობახიძე;
- 19% - ნინო ბურჯანაძე, ელენე ხოშტარია;
- 17% - რომან გოცირიძე, ლევან იზორია.
უარყოფითი დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით პირველი ხუთი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 39% - ბიძინა ივანიშვილი;
- 35% - ზურაბ ჯაფარიძე;
- 33% - ნიკა მელია, ეკა ბესელია;
- 32% - მიხეილ სააკაშვილი;
- 30% - ნინო ბურჯანაძე.
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.