Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს


პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტრიდან.

ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას67 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.

„ამ საკითხის განხილვას ორ კვირაში დავუბრუნდებით. რაც შეეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათთან დაგვჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულებისას.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც ზვიად კვაჭანტირაძემ თებერვალში „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების საფუძვლად კი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.

საპარლამენტო უმცირესობის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების შეფასებით, უმრავლესობა ზვიად კვაჭანტირაძეს სჯის მისი გადაწყვეტილების გამო და ამიტომ უყრის კენჭს მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას.

ზვიად კვაჭანტირაძის შემცვლელად მმართველი გუნდი ბექა ოდიშარიას კანდიდატირას განიხილვას. ამ გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში 18 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

“ვიმსჯელეთ კომიტეტის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე. ვიმსჯელეთ და განიხილება ჩემი მოადგილის ბექა ოდიშარიას კანდიდატურა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ბატონო კვაჭანტირაძე აღარ წარმოადგენს უმრავლესობას და უმრავლესობას ეკუთვნის ადგილები კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე და ვფიქრობ, ბექა ოდიშარია გამოაცოცხლებს ამ კომიტეტს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის შესაცველეად საჭიროადეპუტატამა მინიმუმ 76 ხმა.

XS
SM
MD
LG