სიმონე ბოტა ველგემოდი პირველი პროფესიონალი ბალერინაა, რომელიც დაბადებიდან ყრუა. ცეკვაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, რაც კოხლეარული იმპლანტის დახმარებით იქცა რეალობად. სიმონე სამხრეთ აფრიკიდან თბილისში სმენის მსოფლიო დღისთვის ჩამოვიდა, რომელიც 3 მარტს აღინიშნება.