Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილ შეფმზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ


მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულმა, ბლოგერმა და კულინარიული შოუების ტელეწამყვანმა ჯეიმი ოლივერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იკითხა, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ურჩევდნენ წასვლას.

მისი პოსტის ქვეშ რამდენიმე წამში ათობით ქართველის კომენტარი გაჩნდა, რომლებიც ცნობილ კულინარს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობენ.

აი, რას უწერენ ჯეიმი ოლივერს მისი ქართველი ფანები:

„საქართველოში ჩამოდით, რომელიც თავისი მდიდარი სამზარეულოთია ცნობილი“;

„რა თქმა უნდა საქართველოში! გაზაფხულზე ჩაქაფულის გასინჯვა არ უნდა გამოტოვო";

„საქართველოში - დროა ქართულ სუფრას შეუერთდე“;

„სამი მიზეზი, რატომაც ეს ქვეყანა საქართველო უნდა იყოს - ღვინო, კერძები და ბუნება“;

ცნობილი შეფმზარეულის საქართველოში ჩამოსვლის მსურველებმა თავიანთ კომენტარებს საქართველოს ბუნებისა და კერძების ფოტოებიც დაურთეს.

XS
SM
MD
LG