Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი - ველით განმარტებებს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია


ჩვენ კვლავ ველით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს აღნიშნული ბიოლაბორატორიის საქმიანობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით. არ დავივიწყოთ, რომ ეს ლაბორატორია ჩვენს საზღვართან მდებარეობს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 14-15 ნოემბერს ლუგარის ლაბორატორიაში უცხოელი დამკვირვებლების მიერ განხორციელებულმა შეფასებითმა ვიზიტმა ვითარებას ნათელი ვერ მოჰფინა. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვს მიაჩნია, რომ ტოქსიკური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში ამგვარი ექსკურსიები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ვერიფიკაციის მექანიზმი.

"რუსეთის მხარემ განმარტებები ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ მოისმინა ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა" -უთხრა რადიო თავისუფლებას ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, კარასინის მოთხოვნის კომენტირებისას.

XS
SM
MD
LG