Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს ბოლო ორ დღეში ორჯერ შეხვდა


საპატრიარქოს ინფორმაციით, „ა.წ. 29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. მისმა უწმინდესობამ ქალბატონ სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დალოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო მოღვაწეობა უსურვა.“

საპატრიაქროდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით შედგა და პატრიარქი იყო პირველი, ვინც მას 29 ნოემბერს, დილით, გაპრეზიდენტება მიულოცა.

29 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა შეახსენეს ძველი განცხადება, რომელიც სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას შეეხებოდა. "მე პროტესტი მქონდა იმაზე, რომ რამდენიმე მეუფე ძალიან პირდაპირ ერეოდა არჩევნებში და მოწოდებებში. ეს არის, რაც არის მიუღებელი და იმავე დროს მე ვთქვი, რომ ვიქნებოდი კონკორდატის გარანტორი, როგორც ახალი პრეზიდენტი და ის ურთიერთობა, რომელიც არის დაწესებული კონკორდატში, არის ყველაზე სწორი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ის, რასაც მე დავიცავ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG