საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება და მოვალეობის წარმატებით შესრულება უსურვა. „საფრანგეთი მზად არის ქალბატონ ზურაბიშვილთან იმუშაოს, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავი და ხანგრძლივი ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1