Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: „რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოებას დაუმალოს სიმართლე


„რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოებას დაუმალოს სიმართლე, ფაქტები და რეალობა, ეს არის დღევანდელი მათი პროვოკაციული ქმედებების ნაწილი", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„საინფორმაციო გამოშვებაში „რუსთავი 2“-ის ეთერში არ გასულა არც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის და არც ოფიციალური უწყების შს სამინისტროს ბრიფინგი. „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოებას დაუმალოს სიმართლე, ფაქტები და რეალობა, ეს არის დღევანდელი მათი პროვოკაციული ქმედებების ნაწილი“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ იმ სიებთან დაკავშირებით, რომელიც პარტიებს ცესკოდან ოფიციალურად აქვთ გამოთხოვილი, პრობლემა შექმნას. მდინარაძის თქმით, ამ სიებში უკანონო არაფერია.

XS
SM
MD
LG