Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიამ არჩევნების დაწყებიდან ექვს საათში 39 საჩივარი დაწერა


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პროცედურული დარღვევების საფუძველზე 14 საათისთვის დაწერა სულ 39 საჩივარი დაწერა.

საიას ხელმძღვანელის, სულხან სალაძის ინფორმაციით, ახალციხის მე-17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღო, გარედან ჰქონდა მიკრული საარჩევნო პლაკატი სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებითა და ნომრით.

ვაკის მე-13 უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ დამკვირვებელი ხელს უშლიდა საიას დამკვირვებელს ფუნქციების შესრულებაში და ცდილობდა მის მიმართ უსაფუძვლო საჩივრის დაწერას.

სულხან სალაძემ ასევე განმარტა, რომ მისი ორგანიზაციის დამკვირვებლები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის 96-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით. ზუგდიდში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში ზედამხედველმა ხუთი ბიულეტენი.

საია პრეზიდენტის არჩევნების თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში,
სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში აკვირდება.

XS
SM
MD
LG