"საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა სამხედრო უსაფრთხოების სფეროში მტკიცე და ღრმაა", - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა: "ჩვენ კვლავ ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს და გაძლიერდეს ორმხრივი ურთიერთობა. მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება ეკონომიკური მიმართულებითაც. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის დროს, აღინიშნა საქართველოს დაინტერესება, რომ აშშ-სთან საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხელი შეეწყოს ვაჭრობას, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და მეტ აქტიურობას. ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი საკმაოდ მტკიცეა. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, 2008 წლის აპრილში, ჩვენ მტკიცედ დავუჭირეთ მხარი საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ნატოს წევრი ქვეყანა.თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ დრო და ამ თემაზე უნდა გვქონდეს საუბრები ევროპელ პარტნიორებთან", აცხადებს ჯონ ბოლტონი.
ყველაზე პოპულარული
1