Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლტონი: ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ მათ ინტერესებშია ღია არჩევნების ჩატარება


თუკი გაჩნდა ეჭვები, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბდა, რამდენად მწვავე იქნება აშშ-ის რეაქცია და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ვაშინგტონმა იფიქროს რაიმე ტიპის სანქციების დაწესებაზე ხელისუფლების ცალკეული პირების მიმართ ან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ? - თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ამ კითხვის პასუხად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება მათ ინტერესებში შედის: „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი რაოდენობით დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის, ამერიკიდანაც. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს და დამარწმუნეს, რომ საქართველოს ინტერესებში შედის თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია ამ ამომრჩევლების აქტიურობაც, იმისათვის, რომ საზოგადოებაში იყოს საარჩევნო პროცესისადმი სრული რწმენა. რაც შეეხება, დანარჩენ დეტალებს, ამაზე ვერ ვილაპარაკებ“.

ჯონ ბოლტონმა დილიდან გამართა შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში.

XS
SM
MD
LG