აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, მოსკოვში შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. მედიის ცნობით, ბოლტონმა განმარტა ვაშინგტონის პოზიცია საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის გეგმასთან დაკავშირებით. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა რუსეთთან ამ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. მისი აზრით, მოსკოვი არღვევდა ხელშეკრულებას და ქმნიდა სახმელეთო ბაზირების სისტემას, რაც მოსკოვს აძლევს ევროპაში ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას. რუსეთი ბრალდებას უარყოფს. მოსკოვში აცხადებენ, რომ დასკვნებს გამოიტანენ აშშ-ის ოფიციალური გადაწყვეტილებიდან და არა განცხადებებიდან დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1