Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 წლის გატაცებულ გოგოს პოლიციამ სოფელ ჯანდარაში მიაკვლია


შს სამინისტროს ცნობით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. „არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, მშობლების სახლში დაბრუნების შემდეგ, ჰ.მ. შეუძლოდ გახდა და მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. 18 ოქტომბერს კი, გაიმართა მისი გამოკითხვის პროცედურა. შს სამინისტროს ცნობით, „სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.“ ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.

XS
SM
MD
LG