Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში საპროტესტო აქცია გაიმართა „ქართული ოცნების" ოფისთან


საპროტესტო აქცია გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერით აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა.
საპროტესტო აქცია გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერით აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა.

გორში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ისინი ტრანსპარანტებით მივიდნენ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქცია გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერით აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა. აქციაზე შელაპარაკება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გორის საკრებულოს წევრ ზაქარია მებადურს შორის, რომელიც ქართული ოცნების შტაბთან იმყოფებოდა. ოფისიდან აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სხვა არავინ გამოსულა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეძახილებით მოუწოდეს საზოგადოებას, რომ ხმა არ მისცენ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის. აქციის მიმდინარეობას ვიდეოკამერებით აფიქსირებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გადაინაცვლეს.

XS
SM
MD
LG