ოთინაშვილის დედა საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს
ცხინვალის ციხეში მყოფი მაია ოთინაშვილის დედამ, გალინა ქელეხსაევამ, შვილის ვიდეოკადრები არაერთხელ ნახა. ეს კადრები ოსური და რუსული მედიით გუშინ, საღამოს გავრცელდა. კადრებში ოთინაშვილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, კოლონიაში ნორმალურ პირობებშია და სახლში დაბრუნება სურს. ოსურმა მედიამ ოთინაშვილის შესახებ რეპორტაჟი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ მოამზადა, მანამდე ცხინვალის ციხეში “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეუშვეს, რომლებსაც დაკავებულის ოჯახთან აქვთ კონტაქტი. ოთინაშვილის დედას არ სჯერა, რომ შვილი ნორმალურ პირობებშია და ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს. გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ შვილი გამხდარი და გატეხილია.
ეპიზოდები
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით