Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომეგა 2“-ის დირექტორმა  პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა


„ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის „ომეგა 2”-ის დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ გამომძიებლების შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა მზადაა პროცესი უფრო მაღალი სტანდარტის გარემოში ჩატარდეს-განაცხადა გიორგი ქურდაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. იგი ამბობს, რომ გიორგი ქურდაძეს სურს, სასამართლოში დაიკითხოს. თავად გიორგი ქურდაძემ კი მედიას განუმარტა, რომ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„მე ყველაფერს ვიტყვი, თუ კი რამე ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით, არ დავმალავ არანაირად და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამაჩნია, რომელიც დაეხმარება გამოძიებას. იმედი მაქვს, ყველაფერი სამართლიანად წარიმართება“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ, რომლის თანახმად, „ომეგა ჯგუფი“ დავალიანების რესტრუქტურიზაციას ითხოვს.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 2015-2018 წლებში.

XS
SM
MD
LG