Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ სკანდალზე კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა


ფარულ აუდიო ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა გაავრცელა, „თბილისის თამბაქოს“ დამფუძნებელი ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჩარევით მოგვარდა.

საუბარში ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უყვება, რომ ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთი პირისაგან შეიტყო, რომ უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ 26 მილიონი ლარით დაჯარიმებას აპირებდა. ჩანაწერის თანახმად, ამ საკითხზე ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რაც საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის დიმიტრი ქუმსიშვილთან დაპირისპირებით დამთავრდა.

XS
SM
MD
LG