Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ ვაისმა დაასახელა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25 ფეხბურთელს უხმო მომავალი ორი თამაშისთვის მოსამზადებლად. ქართველი ფეხბურთელები უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში 6 სექტემბერს ჩაებმებიან ყაზახეთის ნაკრებთან სტუმრად გასამართი მატჩით, 9 სექტემბერს კი თბილისში უმასპინძლებენ ლატვიას.

საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს შეიკრიბება თბილისში და ორ დღეში გაემგზავრება ასტანაში. ვაისმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, განაცხადში დააბრუნა თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

XS
SM
MD
LG