Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პრეზიდენტი არ დაასახელებს


საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს აღარ წარუდგენს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, ვითარებაში, როდესაც კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში „ქართული ოცნება“ არ ჩაერთო, კანდიდატის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის და კანდიდატურა კანდიდატურისთვის.“

გიორგი აბაშიშვილის თანახმად, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატი საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, იყო ფართო კონსენსუსი, თუმცა კონსენსუსი ვერ შედგა. კოსენსუსის გარეშე კი კანდიდატის დასახელება იმ პირობებში,როდესაც კონსულტაციებში მმართველი პარტია არ არის ჩართული, გიორგი აბაშიშვილის აზრით, შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. საქართველოს პრეზიდენტი ვაკანტურ პოსტზე კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებრივ-პროფესიულ ჯგუფებთან აწარმოებდა.

XS
SM
MD
LG