Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი იწყებს კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეიდან იწყებს კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად. პრეზიდენტის განცხადებით, ფართო კონსულტაციები გაიმართება იურიდიულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან. გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს და მათ, ვინც წლებია მუშაობნენ საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, "ჩაერთონ გახსნილ, დემოკრატიულ პროცესში."

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა ნინო გვენეტაძე, რომელმაც მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის აუცილებლობა.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

XS
SM
MD
LG