Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე “ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

ქუთაისში, სპორტის სასახლეში პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა. მან პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ერთ-ერთი რასაც გააკეთებს იქნება ქართველი ემიგრანტების დაზღვევის სისტემის და მათი უცხოეთში ლეგალურად მუშაობის უზრუნველყოფა.

“ეს არ იქნება სადღეგრძელო არამედ კონკრეტული ნაბიჯი.

  • მეორე მიმართულება არის ახალგაზრდობა. იმისთვის რომ მეტ ქართველ სტუდენტს ჰქონდეს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა
  • სარეზერვო ფონდის ნახევარი დაიხარჯება უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად.
  • საქართველოს უსაფრთხოების დაცვა, დეოკუპაცია და მეტი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში.
  • საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ პენსიის გაზრდას და უკეთესი სოციალური სისტემის შემოღებას."

შეგახსენებთ, რომ ასევე ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი. ათმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინა.

უცნობია თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში დაასახელებს.

XS
SM
MD
LG