Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანდა


ათმა ოპოზიციური პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნა გაერთიანება "ძალა ერთობაშია." 2018 წლის 16 ივლისი
ათმა ოპოზიციური პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნა გაერთიანება "ძალა ერთობაშია." 2018 წლის 16 ივლისი

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა გაერთიანება “ძალა ერთობაშია,” რომელსაც პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი ეყოლება. „ეს არის ძალა, რომელიც მოემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად იმისთვის, რომ საქართველოს მისცეს სრულიად ახალი პერსპექტივა. დადგა დრო, რომ ახალი ადამიანები ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში. გზა არის ორი: ან გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ლიდერ სახელმწიფოებს შორის, ან ვიყოთ დაქსაქსულები და მუდმივად ერთმანეთს ვჭამდეთ, რაც სამწუხაროდ "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის“ - განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, გაერთიანების წევრი პარტიები აღარ განიხილავენ მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერის საკითხს, რადგან მან ვერ შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია. „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატს 17 ივლისს, ქუთაისში დაასახელებს. წინასწარი ინფორმაციით, გაერთიანების კანდიდატი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე.

გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" წარმოადგენენ პოლიტიკური ორგანიზაციები: „ახალი საქართველოსთვის,“ „ემსახურე საქართველოს,“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია,“ „სახელმწიფო ხალხისთვის,“ „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის,“ „ახალი საქართველო,“ „ევროპელი დემოკრატები“ და „საქართველო ლიდერთა შორის.“

XS
SM
MD
LG