Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

შიმშილობა დაიწყო ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო ატივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყოველწუთს ირღვევა მისი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლებები, ამიტომ შიმშილობის აქციით სურს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყროს და მათგან თანადგომა მოიპოვოს.

ოკუპირებული რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დატოვება. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და 11 თვეა, მისი უფლებები ფეხქვეშ ითელება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურა არ ჩქარობს სასამართლოში საქმის გაგზავნას და, გაგზავნის შემთხვევაშიც, პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ მორალური ზეწოლა და ყველა ფინანსური რესურსი ამოუწურონ. ამასთან, თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო გენერალურ პროკურორს თავადაც უჩივის აღძრული საქმეების გაჭიანურების და უმოქმედობის გამო.

სამოქალაქო აქტივისტი სოციალური ქსელებით მუდმივად წერს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილი პრობლემების, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობის, ადამიანის უფლებების დარღვევების და კორუფციის შესახებ.

XS
SM
MD
LG