Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდება გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე


თეა წულუკიანი პარლამენტში
თეა წულუკიანი პარლამენტში

„სამოქმედო გეგმა წარდგენილია მინისტრთა კომიტეტში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე, რომელიც, როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არავითარ გავლენას არ ახდენს პატიმრობის კანონიერებაზე, განვაახლოთ გამოძიება და კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მოწმეებს და ვნახოთ ახალი მტკიცებულებები, თუკი ასეთი რამ იქნება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დეპუტატების შეკითხვების პასუხად.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის მიმართ არ დარღვეულა ევროკონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვა), რის დამტკიცებასაც ცდილობდა მოსარჩელე მხარე.

„სწორედ მე-18 მუხლის ეს ნაწილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით დამთავრდა დისკუსია იმ თემაზე, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი. პასუხია, რომ არ არის!“ - თქვა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიხედვით (194-ე პარაგრაფი), ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის შესაბამისი, 208-ე პარაგრაფის მიხედვით კი, ასევე კანონიერი და ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა.

XS
SM
MD
LG