Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურა ხელოვნებისთვის თუ „კანონმდებლობის ჰარმონიზება“?


მწერლების, მხატვრების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების ერთი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, შესაძლოა, შევიდეს „კანონში კულტურის შესახებ“. ეს ცვლილება ამბობს, რომ „დაუშვებელია... შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის... აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. და რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ხელოვანებმა ცენზურის დაწესების საფრთხე დაინახეს. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ კანონით მთავრობა საბჭოთა კავშირში ბრუნდება, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ კანონის ეს ჩანაწერი ხელოვანებს გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე ეს მათ აქამდე ჰქონდათ, და ასევე აცხადებს, რომ მზად არის ამ საკითხზე ხელახლა იმსჯელოს როგორც იურისტებთან, ისე ხელოვანებთან ერთად.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG