Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ერთობა" სამოქალაქო გვარდიას ქმნის


ორგანიზაციის „საქართველოს ერთობის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობა რუსთაველის გამზირის მისადგომებთან შეაჩერა პოლიციის რაზმმა, თუმცა ორგანიზაციის ლიდერი, გიორგი ჭელიძე იმედოვნებს, რომ პოლიცია მათ გაატარებს ქაშუეთის ეკლესიისკენ, რათა „დაანთონ სანთლები.“ გიორგი ჭელიძის თქმით, პოლიციამ უნდა აღკვეთოს „9 აპრილის“ მემორიალის შეურაცხყოფა და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. „სამოქალაქო ომით და დაპირსპირებით ნურავის დაემუქრებიან. ერთი გადაცდომა და პასუხი იქნება ბრუტალური. ნარკომოვაჭრეებისა და ლგბტ პროპაგანდის მომხრეები გვემუქრებიან სამოქალაქო ომით? ყველამ იცოდეს, მთელმა საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიომ დაინახოს. ახალგაზრდბის სახელით რომ საუბრობენ, ბევრად მეტნი მოვალთ და ბევრად ბრუტალურები. რაც უფრო მეტი იქნება ჩვენი დაშინების მცდელობა, მით უფრო მკაცრი იქნება პასუხი“, განაცხადა გიორგი ჭელიძემ. „საქართველოს ერთობის“ წევრები პროტესტს უცხადებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ძჩვენი თავისუფლების“ მონაწილეებს, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდებსა და მასობრივ დაპატიმრებას აპროტესტებენ. „საქართველოს ერთობის“ აქციაში მონაწილეობას იღებენ შავპერანგიანი და სამკლაურიანი ახალგაზრდები, რომლებიც, გიორგი ჭელიძის თქმით, სპეციალურად არიან გაწვრთნილი და მზად არიან ჩაერთონ დაპირისპირებაში. „ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო. შეიქმნება ათეულები, ასეულები და ა.შ. დღის წესრიგი ვერ უნდა უნდა გვიკარნახონ ნარკომოვაჭრეებმა და ლგბტ-პირებმა. დღის წესრიგი უნდა შევადგინოთ ჩვენ“ - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

XS
SM
MD
LG