Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე


სირიის აღმოსავლეთ ღუტის რეგიონის ქალაქი დუმა. 2018 წლის 7 აპრილი
სირიის აღმოსავლეთ ღუტის რეგიონის ქალაქი დუმა. 2018 წლის 7 აპრილი

გაეროს უშიშროების საბჭო 9 აპრილს იმსჯელებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბოლო ფაქტზე. საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა საბჭოს წევრი 15 ქვეყნიდან ცხრამ. 7 აპრილს, რამდენიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში, რომელსაც მეამბოხები აკონტროლებენ, სირიის სამთავრობო ძალებმა ქლორიანი გაზი გამოიყენეს, რასაც 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარი მკაცრად დაგმეს ევროკავშირის სახელმწიფოებმა და აშშ-მა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს მხეცი უწოდა და მასთან ერთად პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს და ირანს. ქიმიური იარაღის გამოყენება უარყვეს სირიის ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერმა რუსეთმა.

XS
SM
MD
LG