ახალგორში, დღის მეორე ნახევარში დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი. დაკავების მომენტში მან შესძლო დაკავშირებოდა რადიო თავისუფლების სამსახურის, "ეხო კავკაზას" კორესპონდენტს. როგორც ირკვევა, ის გააჩერა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა, ალან ბიაზროვმა - რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. ბიაზროვმა მეარაყიშვილს უთხრა, რომ ორდერი და დაკავების მიზეზები მას წარედგინება რაიონული პროკურატურის ოფისში მიყვანის შემდეგ.