„ადამიანური ნარკოპოლიტიკა“ - ახალი საკანონმდებლო ცვლილებების არსი
უკვე რამდენიმე წელია, უცვლელია ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მთავარი მესიჯი, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებს, ნარკომომხმარებელთა დასჯა დახმარებით შეცვალოს. თუმცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხარდამჭერები გარკვეულ გამარჯვებაზეც ლაპარაკობენ, მათ შორის ნარკომომხმარებელთა მიმართ საზოგადოებრივი სტერეოტიპებისა და ზედოზირების შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებაზე. წელს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში დაემთხვა პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირებასა და განხილვას. ცვლილებების დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დასაშვები რაოდენობები და ნარკომომხმარებელთა დასჯის პრაქტიკა სამკურნალო სერვისებით ჩანაცვლდება. რა რეალურ ცვლილებებს გულისხმობს კანონპროექტი და როდიდან ამოქმედდება ის? ამ საკითხებზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი ექიმები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.
ეპიზოდები
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით