Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ბელორუსიაში საჭიროა "მასშტაბური საარჩევნო რეფორმა"


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსიაში 11 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ცხადჰყოფს „მასშტაბური საარჩევნო რეფორმის“ აუცილებლობას. არჩევნების შედეგად ბელორუსიის პარლამენტში მოხვდა ორი ოპოზიციონერიც, რაც პირველად მოხდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ბელორუსიაში ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კენტ ჰარსტეტმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ არჩევნები შორს იყო თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრისაგან. ევროკომისიის პრესმდივანმა მაიამ კოციანჩიჩმა კი 12 სექტემბერს აღნიშნა, რომ არჩევნები ცხადჰყოფს დემოკრატიზაციის პროცესში მასშტაბური საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. ბელორუსიის პარლამენტში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოკავშირეები დომინირებენ. 1990-ანი წლების დასაწყისის შემდეგ ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები, რომლებსაც თავისუფლად, ან დემოკრატიულად მოიხსენიებდნენ.

XS
SM
MD
LG